loader

"მე არ მეშინია, დამიჭირეთ" - როლანდ ახალაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე არ მეშინია, დამიჭირეთ" - როლანდ ახალაია

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ მისი სურვილია, რომ კითხვები იყოს საჯარო და პასუხებიც იქნება საჯარო.

ახალაიას განცხადებით, ის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ხალხის მიერ არჩეულია და არ სურს, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინა. შესაბამისად, ის აპირებს სახალხოდ გასცეს პასუხი ყველა კითხვას.

"ჩემი ოჯახი დღეს არის ტერორის ქვეშ და ამას არაფერი საერთო კანონთან და სამართალთან არ აქვს. ეს არის პირდაპირი პროვოცირება, შანტაჟი, დევნა. ჩვენ ვერც დაჭერით, ვერც შანტაჟით ვერ შეგვაშინებენ. მე მინდა მათ ვუთხრა, ვინც ამის უკან დგას, რომ არ მეშინია, დამიჭირეთ, აგერ ვარ, თუ თქვენი მიზანი ეგ არის", - განაცხადა ახალაიამ.