loader

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა ილჰამ ალიევთან "ზაგულბას" სასახლეში გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ენერგორესურსების ექსპორტის თემასაც შეეხო.

ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან, ვიზიტის დასასრულს კი პრემიერი ქართული და აზერბაიჯანული მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები – მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე არიან.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში ხვალ დაბრუნდება.