loader

ბათუმსა და ქობულეთში მიწისძვრით გამოწვეული პანიკა ჯერ არ ჩამცხრალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმსა და ქობულეთში მიწისძვრით გამოწვეული პანიკა ჯერ არ ჩამცხრალა

საქართველოში წუხელ მომხდარი მიწისძვრით ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეობაში გამოწვეული პანიკა ჯერ ისევ არ ჩამცხრალა. როგორც "პალიტრა ტვ"-ის  კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, მოსახლეობა გასულია ქუჩაში, ბავშვები კი საბავშვო ბაღების ეზოებში ჩაიყვანეს და მშობლებს ისინი სახლებში მიჰყავთ. ეზოში ჩაყვანა ითხოვა საავადმყოფოში მყოფმა რამდენიმე პაციენტმაც. ანალოგიური მდგომარეობაა ქობულეთშიც.

საქართველოში წუხელ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5,5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან 29 და 32 კმ-ში 01:44 და 01:55 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად აჭარაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.