loader

"ყვებიან ხოლმე ზღაპრებს" - რას უყვება "გიდი" ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში ექსკურსიაზე მყოფებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყვებიან ხოლმე ზღაპრებს" - რას უყვება "გიდი" ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში ექსკურსიაზე მყოფებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის შენობაში ექსკურსიაზე მყოფ სტუდენტებს კომიტეტების მუშაობის წესს აცნობს. "აქ, როგორც წესი, ზის კანონის ინიციატორი და აკეთებს პრეზენტაციას: აი, მე დავწერე ასეთი და ასეთი კანონპროექტი; ამას ვწერ იმიტომ, რომ ეს გაუმჯობესდება, ის გაუმჯობესდება, ყვებიან ხოლმე ათას ზღაპრებს. ეს ადგილები არის მედიისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის. ვისაც სურს, შეუძლია მოვიდეს და დაესწროს საკომიტეტო მოსმენებს" - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ვიდეო პარლამენტი online-ის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.