loader

არალეგალურ საწყობებში დევნილებისთვის განკუთვნილი ინვენტარი და პროდუქტი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არალეგალურ საწყობებში დევნილებისთვის განკუთვნილი ინვენტარი და პროდუქტი აღმოაჩინეს

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 5 არალეგალური საწყობი აღმოაჩინა. მინისტრ დავით დარახველიძის თქმით, აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო ინვენტარი და პროდუქტი 2008-2009 წლებშია შეძენილი, რის გამოც ეს უკანასკნელი უკვე გამოუსადეგარია.

დარახველიძის განმარტებით, არალეგალური საწყობები უწყებაში ჩატარებული აუდიტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს დევნილთა საჭიროებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი, მატერიალური სახსრების გაფლანგვა-განიავებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და პროდუქტების დაზიანებას, რამაც მატერიალური ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, მორალური კი - დევნილებს.

"2012 წლის 1 დეკემბრისთვის სააუდიტო კომისიამ დაადგინა 8 777 ერთეული სხვადასხვა დასახელების 289 134 ათასი ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების დანაკლისი. აღრიცხული მარაგიდან 150 454 ლარის ქონება იმ დონეზეა დაზიანებული, რომ გამოუსადეგარია შემდგომი გამოყენებისთვის. გარდა ამისა, საწყობებში აღიწერა სამინისტროს მიერ 2008-2009 წლებში შეძენილი ათამდე ტონა მაკარონი, 6 ტონამდე იოდიზირებული მარილი, 1,7 ტონა წიწიბურა, რომელიც დღეის მდგომარეობით, გამოსაყენებლად უვარგისია. ასევე, 2009 წლის 28 დეკემბრისთვის სამინისტროს მიერ შესყიდული იყო 45 ათასი ადამიანის დასაკმაყოფილებელი საწოლები, მაშინ, როცა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა რიცხვი ბაზაში აღრიცხულ იყო 15 ათასის ოდენობით. ამასთან, საწყობებში აღირიცხა 1172 ცალი, 40 ათასამდე ლარის ღირებულების ბუნებრივი აირით დატვირთული ბალონი, რომელიც შეძენილი იყო 2009 წელს და დღემდე ინახება საწყობებში; ასევე 2143 ცალი, 300 ათასი ლარის ღირებულების შეშის ღუმელი. საწყობებში განთავსებული 233 ტელევიზორიდან და 64 მაცივრიდან, ვიზუალური დათვალიერებით, მათი უმრავლესობა გამოსულია მწყობრიდან", - განაცხადა დარახველიძემ.