loader

დაკითხვიდან გამოსულ ლევან ვარშალომიძეს სტვენით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკითხვიდან გამოსულ ლევან ვარშალომიძეს სტვენით შეხვდნენ

საგამოძიებო სამსახურში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაკითხვა დასრულდა.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური დაკითხვაზე დაახლოებით სამსაათნახევარი იმყოფებოდა. ლევან ვარშალომიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მას კითხვები დაუსვეს პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელ ობიექტებზე იყო საუბარი.

როგორც ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, ყოფილი მთავრობის ლიდერების მსგავსი სახის დაკითხვები ხელს შეუშლის აჭარის რეგიონში ინვესტორების მოზიდვის საკითხს.

აჭარის საგამოძიებო სამსახურთან ლევან ვარშალომიძეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ მახარაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელოდებოდნენ.

ამასთან, ფინანსურ სამსახურთან იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ლევან ვარშალომიძემ აჭარის ქონება, კონკრეტულად მიწები, ერთ ლარად გაასხვისა, რაზეც მან უნდა პასუხი აგოს. ისინი პერიოდულად სკანდირებდნენ, რომ ლევან ვარშალომიძე არის მოღალატე. ამის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ვარშალომიძის სახელ სკანდირებდნენ.

იხილეთ: "ბათუმი აქცია საროსკიპოდ" - დაკითხვაზე მისული ლევან ვარშალომიძე შეძახილებით გააცილეს