loader

შსს-მ ოსური მხარის მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ოსური მხარის მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლა

2012 წლის 24 დეკემბერს, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. ოსეთის საზღვრის "უკანონო კვეთისათვის" ამავე სოფელში მცხოვრები კობა ბროძელი, სოფელ კოშკში მცხოვრები გერონტი მიხელაშვილი და სერგო გუგუტიშვილი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეები ცხინვალში ხუთი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის – გიორგი დვალიშვილის ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი, ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, დაკავებულები ქართულ მხარეს უვნებლად გადმოეცა.


www.police.ge