loader

ავიაკატასტროფას "ვნუკოვოს" აეროპორტთან მსხვერპლი მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფას "ვნუკოვოს" აეროპორტთან მსხვერპლი მოყვა

ოთხი ადამიანი დაიღუპა მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტის ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. რუსული სამგზავრო "ტუ-204"-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 8 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, ხისტი დაშვება განახორციელა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოდან ჩანს, რომ თვითმფრინავი დაშვების დროს დაიშალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ცეცხლიც მოედო. ზოგიერთი მონაცემით, თვითმფრინავი ჩეხეთიდან მოფრინავდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ერთი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მაშველები აგრძელებენ თვითმფრინავის ნარჩენებში შესაძლო გადარჩენილთა და მსხვერპლთა ძებნას.

euronews.net