loader

პეკინის ქუჩაზე სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია - ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინის ქუჩაზე სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია - ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წ. დაბადებული ნიკა კ. დააკავეს. დაკავებულმა, თბილისში, პეკინის ქუჩა #25-ში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის დაზიანება მიაყენა სამ პირს, 1984 წ. დაბადებულ გოდერძი ტ-ს, 1970 წ. დაბადებულ ვახტანგ ჩ-ს და 1977 წ. დაბადებულ გიორგი ა-ს.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) III ნაწილით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარება) აღიძრა.

გამოძიებას შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება აწარმოებს.