loader

ირაკლი ღარიბაშვილი ლაფანყურის ოპერაციისას დაჭრილი და დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ლაფანყურის ოპერაციისას დაჭრილი და დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახებში

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმის თანამშრომლების, სოლომონ წიკლაურის და არჩილ ჩოხელის ოჯახები მოინახულა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა მათ საქმის პირად კონტროლზე აყვანის შესახებ აცნობა და დაპირდა, რომ გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად წარიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

მინისტრმა ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ოჯახიც მოინახულა და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.