loader

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი გიორგი კიკაძე საქართველოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი გიორგი კიკაძე საქართველოში ჩამოასვენეს

სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც იმყოფებოდნენ.

სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. თავდაცვის სამინისტრომ და გაერთიანებულმა შტაბმა სპეციალური ჯგუფი შექმნა ბრიგადის გენერლის, ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

სერჟანტი გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული სერჟანტ გიორგი კიკაძის დაკრძალვის ხარჯებს. ასევე, მის ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია.