loader

გლდანში ავარიას პატრულის სიცოცხლე ემსხვერპლა - შსს შემთხვევის ვიდეომასალას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში ავარიას პატრულის სიცოცხლე ემსხვერპლა - შსს შემთხვევის ვიდეომასალას ავრცელებს

თბილისში 2 იანვარს, გამთენიისას მომხდარ ავტოავარიას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, დაახლოებით 01:15 საათზე გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, №31 ელგანათების ბოძის მიმდებარედ, ავტომობილი "ბმვ 528 I" ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა. გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა. "ბმვ"-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გიორგი თექთუმანიშვილი გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც მიღებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა. გიორგი გიგაურის მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი მძღოლი კარლო თ, რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის საფუძველზეც იგი დაკავებულ იქნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების გამო.