loader

პრეზიდენტი სააკაშვილი და ჯარისკაცები ახალ წელს "ხეჩოს დუქანში" შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი სააკაშვილი და ჯარისკაცები ახალ წელს "ხეჩოს დუქანში" შეხვდნენ

პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმეკაციანი დელეგაცია ახალ წელს ავღანეთში, სამხედრო ბაზა "შუკვანზე" შეხვდნენ. დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა ვიდეო, რომელზეც ახალი წლის ღამეა ასახული. როგორც ხაჩიძე წერს, ვიდეოში ჩანს ბაზაზე არსებული სასადილო, რომელსაც ქართველმა ჯარისკაცებმა "ხეჩოს დუქანი" უწოდეს.

"სხვათა შორის, ავღანელებს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, თუმცა ერმა ასე ზუსტად და ობიექტურად მიუჩინოს საკუთარ თავს ადგილი დროში, ალბათ იშვიათია. საქმე იმაშია, რომ ავღანეთში 1 იანვარს, მათივე წელთაღრიცხვით 1392 წელი დადგა" - ასეთი მინაწერი გაუკეთა დეპუტატმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს.

ასევე იხილეთ: ავღანეთში, ბაზა "შუკვანზე" სააკაშვილის ყოფნისას ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა