loader

ქობულეთის ციტრუსის ქარხანასთან რიგების გამო მანდარინი ფუჭდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთის ციტრუსის ქარხანასთან რიგების გამო მანდარინი ფუჭდება

ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან რიგების გამო მანდარინი ფუჭდება. როგორც ქარხანასთან მყოფმა მეციტრუსე ჯიმშერ ჯოყილაძემ "პალიტრატვ"-სთან საუბრისას განაცხადა, მანქანები ქარხანაში ურიგოდაც შედიან. მეციტრუსეების ნაწილი ამბობს, რომ ჩაბარებული მანდარინის საფასური ჯერჯერობით ვერ აიღეს. ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან არასტანდარტული ციტრუსით დატვირთული რამდენიმე ათეული მანქანა ელოდება თავის რიგს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის დროს წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნო.

როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ქარხანა 6 000 ტონა ციტრუსის მიღების შემდეგ ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში 10 თეთრს გადაიხდის.