loader

ქუთაისის მერიის თანამშრომელი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის მერიის თანამშრომელი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისის მერიის კახიანაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი კობა ო. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც "აკს"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 237 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.