loader

ქობულეთში ციტრუსის ქარხანასთან ფერმერებმა აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში ციტრუსის ქარხანასთან ფერმერებმა აქცია გამართეს

ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან ფერმერებმა აქცია გამართეს. ისინი ქარხანასთან გრძელ რიგებს და თანხის გადაუხდელობას აპროტესტებდნენ. როგორც ფერმერმა ავთანდილ ვერულიძემ აღნიშნა, რიგების გამო მანდარინი ფუჭდება.

"მოტანილი მაქვს მანდარინი და ვერ ვაბარებ რიგის გამო. სოფელ ქობულეთიდან ჩამოვიტანე და უკვე ფუჭდება. სახლში კარგი მანდარინიც მაქვს და ის როგორ გავყიდო არ ვიცი. იძულებული გავხდები, გავჩეხო მანდარინი და თხილი დავთესო", - აღნიშნა ავთანდილ ვერულიძემ.

ფერმერების თქმით, ციტრუსის მოვლა-შეწამვლაში გადახდილ თანხას შესაბამისი მოგება არ მოაქვს და მხოლოდ 5 თეთრი რჩებათ.
"ქობულეთში ციტრუსის შემოსავლით არსებობს მოსახლეობა და თუ არ ჩაბარდა, როგორ ვიცხოვროთ. 1000 დოლარი რომ დააწესეს საბაჟოზე, 500 ყოფილიყო და ყველა გაიტანდა უცხოეთში. იძულებული ვარ თხილი, ან კიტრი და პომიდორი დავთესო. ორი წელი თუ კიდევ ასე გაგრძელდება, მანდარინს გავჩეხავ", - აღნიშნა ომარ ლომიძემ.

ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა არასტანდარტულ მანდარინს 12 თეთრად იბარებს, ხოლო 8 თეთრს აჭარის მთავრობა სუბსიდიის სახით გასცემს.