loader

ასლან სმირბა რესტორნის დაბრუნებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასლან სმირბა რესტორნის დაბრუნებას ითხოვს

ბათუმის ყოფილი მერი ასლან სმირბა რესტორან "სანაპიროს" დაბრუნებას ან ფულად კომპენსაციას ითხოვს .
როგორც სმირბამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2004 წლის ბოლოს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს გადაუფორმა რესტორანი, რაშიც მილიონი ლარი უნდა აეღო, თუმცა, თანხა არ მიუღია.

მისი განმარტებით, გარიგებაში მონაწილე პატარკაციშვილის წარმომადგენელ ოთარ დაბრუნდაშვილს და ბიზნესმენ ბესო კეიდიას საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვს, წინააღმდეგ შემთხევაში პროკურატურას მიმართავს.

ასლან სმირბა აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის პერიოდში, წლების განმავლობაში, ბათუმის მერი იყო. ასევე, ხელმძღვანელობდა ბათუმის პორტს. სმირბა 2005 წელს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით იყო დაკავებული.