loader

ხმაური აბაშის საკრებულოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური აბაშის საკრებულოში

ხმაური იყო აბაშის საკრებულოში: დაპირისპირება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას მოყვა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. გამგებლის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი რუხაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ის გამგებლის კანდიდატებთან გასაუბრებას საჯაროდ ითხოვდა. კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას რუხაძე სასამართლოში გაასაჩივრებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება აქციები საკრებულოს შენობასთან. აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებით კვლავ იმუქრებიან. აქციაზე "დაიცავი საქართველო"-ს ლიდერი კახა მიქაიაც მივიდა.