loader

ჩვენ გულგრილი, ნელ-თბილი ქრისტიანები ვართ - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ გულგრილი, ნელ-თბილი ქრისტიანები ვართ - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

როგორც უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს, "თითოეულ ჩვენგანს დღეს გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა".

ამასთან, პატრიარქის განმარტებით, პასუხისმგებლობა და თავისუფლება ურთიერთდაკავშირებული ცნებებია და ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.

"სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და "მეს" პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია", - აღნიშნულია ეპისტოლეში.