loader

ორი წლის ბავშვი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი წლის ბავშვი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

ჩინეთის ქალაქ უხანში ორი წლის ბიჭუნა მე-16 სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა და ცოცხალი გადარჩა. ბავშვი რეანიმაციაშია. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მასთან ერთად ბებია იმყოფებოდა, რომელიც ერთი წუთით მიბრუნდა. ბიჭუნა რემონტის გამო მინის გარეშე დარჩენილ ფანჯრის ჩარჩოსთან მიღოღდა, გადაიწია, წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ქირურგ ლუ ჩჟანხუნის თქმით, ბიჭუნას დაცემის შედეგად დაზიანებული ელენთა ამოაჭრეს. ექიმები მიიჩნევენ, რომ მას გამოჯანმრთელების კარგი შანსი აქვს.

ეს ჩინეთში დიდი სიმაღლიდან ბავშვის გადმოვარდნის და სასწაულებრივად გადარჩენის პირველი შემთხვევა არ არის -  2010 წლის ოქტომბერში ჩინეთის ქალაქ გუიანში ათი წლის ბავშვი ასევე შემთხვევით მე-20 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. იგი მანქანას დაეცა და არაფერი მოუტეხია.

ასევე იხილეთ: გლდანში, მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი ბიჭუნა სასწაულებრივად გადარჩა

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე