loader

ირაკლი ალასანიამ ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან რეფორმებზე ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან რეფორმებზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტენ ბრუკთან თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ირაკლი ალასანიასა და ტენ ბრუკის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოელ სტუმრებთან იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებსაც თავდაცვის უწყება ატარებს.

ტენ ბრუკის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.