loader

რატომ ეშინია ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის, რომელიც ქუჩაში თავისუფლად ივლის, გაუგებარია - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ეშინია ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის, რომელიც ქუჩაში თავისუფლად ივლის, გაუგებარია - თეა წულუკიანი

გაუგებარია, რატომ წარმოადგენს ირაკლი ოქრუაშვილის ქუჩაში სიარული ოპოზიციისთვის საფრთხეს, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ბევრი შეთითხნილი ეპიზოდი არსებობს.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ფრთიან ანგელოზად არ მიიჩნევს, თუმცა მის მიმართ წინა ხელისუფლებიდან გარკვეული ეპიზოდები შეთითხნილი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პროკურატურამ მასთან მიმართებაში გარკვეულ საქმეებზე ძიება შეწყვიტა.

რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, "კუბლაშვილის სასამართლო" პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს იმის მაგივრად, რომ კანონი დაიცვას.

ამასთან, მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი არ ფიგურირებს ამნისტიის შესახებ კანონში, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად უდევს.