loader

ჯაბა სამუშია თბილისის მერს მოუწოდებს, სოციალურად დაუცველებს შეღავათები აღუდგინოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯაბა სამუშია თბილისის მერს მოუწოდებს, სოციალურად დაუცველებს შეღავათები აღუდგინოს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია თბილისის მერს, გიგი უგულავასა და "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიკროავტობუსებით მგზავრობისათვის გაუქმებული შეღავათები აღუდგინოს.

როგორც სამუშიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სოციალურად დაუცველთათვის მიკროავტობუსებით მგზავრობისთვის გაუქმებული შეღავათების აღსადგენად ბიუჯეტში საკმარისი რესურსი მოიძებნება.

"2013 წელს თბილისის მერიამ ახალი საჩუქარი მოუმზადა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ მიკროავტობუსებზე არსებული 50-პროცენტიანი შეღავათი, რომლითაც თბილისელების საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობდა. საუბარი და აქცენტი იმაზე, რომ ვითომდა ვაუჩერების გაცემა გამოსავალია, ტყუილია", - აღნიშნა სამუშიამ.

საპასუხოდ, თბილისის მერის პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკეთესი იქნება, თუ ჯაბა სამუშია უკეთ გაერკვევა და მერიის ოფიციალურ განცხადებებს უკეთ მოისმენს.