loader

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა

ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა, საპყრობილეებს კი, პირველ რიგში, პოლიტპატიმრები დატოვებენ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ასევე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ 11 იანვრის ჩათვლით კანონს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს, მაშინ მისი აღსრულება 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოხდება.

"როგორც კი ხელი მოეწერება დოკუმენტს და კანონი ძალაში შევა, მეორე დღეს, 13 იანვარს დილითვე დავიწყებთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებას. ყველა საპყრობილის კარი ერთდროულად გაიღება და 190-ივე ადამიანი დატოვებს ციხეებს. ეს პროცესი სულ რაღაც ერთ საათს გასტანს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, მინისტრის განმარტებით, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა. პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მქონე პირების განთავისუფლების პროცესში კი, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავარი პროკურატურა ჩაერთვება.