loader

ჩემი "ქართული ოცნება" ავიხდინე ნაძალადევში და სასამართლო რეფორმასაც ავიხდენ - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემი "ქართული ოცნება" ავიხდინე ნაძალადევში და სასამართლო რეფორმასაც ავიხდენ - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს ჰპირდება, რომ ის აღარ იქნება ყველა რგოლის მაკონტროლებელი, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომელიც კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ სასამართლო რეფორმა მაინც ჩატარდება.

"ბატონ კუბლაშვილს ალბათ ახსოვს, რომ მე სულ რამდენიმე თვის წინ ჩემი "ქართული ოცნება" ძალიან კარგად და წარმატებით ავიხდინე ნაძალადევში და ჩემი მომდევნო "ქართული ოცნებაა" სასამართლო რეფორმა, რომელსაც აგრეთვე ავიხდენ. მე მას ვპირდები, რომ ის აღარ იქნება ყველა რგოლის მაკონტროლებელი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.