loader

"ნაციონალურ მოძრაობაში" არავის არაფერი აქვს მოსანანიებელი - ზურაბ ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალურ მოძრაობაში" არავის არაფერი აქვს მოსანანიებელი - ზურაბ ჯაფარიძე

ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოსანანიებელი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" სთავაზობს ბარტერს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დევნა პოლიტიკური ხასიათის არის. "ისინი გვთავაზობენ, მოდით, მუხლებზე დაეცით, მოინანიეთ და ბოდიში მოგვიხადეთ. ამის შემდეგ მოგიტევებთ და აღარ დავიჭერთ ყოფილ ჩინოვნიკებს. ეს ყველაფერი სასაცილოა. არავის მიტევება პრემიერ-მინისტრისგან და "ქართული ოცნებისგან" არ სჭირდება", - განმარტა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სისხლის სამართლის დევნის არ ეშინიათ, რადგან "წინა ხელისუფლება 99 პროცენტით იყო სუფთა, არ ყოფილა გარეული არანაირ კორუფციაში".