loader

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - კადრები ბანკის სათვალთვალო კამერიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - კადრები ბანკის სათვალთვალო კამერიდან

10 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნუცუბიძის ქუჩის #78 მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული 3 პიროვნება დააკავეს.

დაკავებულებმა საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 8 იანვარს, 15:15 სთ-ზე განახორციელეს და იარაღის მუქარით ბანკიდან 8 ათას ლარამდე ფულადი თანხა გაიტანეს.

ყაჩაღობის ბრალდებით 2-ჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ყ. წარსულში ყაჩაღობაზე 2-ჯერ ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. და წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული ლევან ხ, ქ. რუსთავში, მეგობრის ბინაში დააკავეს.

დაკავების ადგილიდან სამართალდამცველებმა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და მცირედი ფულადი თანხა ამოიღეს.

გამოძიება სსსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.