loader

"წულუკიანო აღმართე დროშა" - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წულუკიანო აღმართე დროშა" - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

"საქართველოს პატრიოტთა ორგანიზაციამ" იუსტიციის სამინისტროს წინ აქცია გამართა ლოზუნგით - "დაიცავი კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ". აქციაში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის გამართვის შესახებ მოწოდება "ფეისბუქზე" გავრცელდა. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ თეა თუთბერიძემ განაცხადა, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე უნდა იყოს აღმართული ეროვნული დროშა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე ეროვნული დროშა აღმართული არ არის და მხოლოდ შენობის წინ არის.

თუთბერიძის განმარტებით, 500-მდე ხელმოწერა შეაგროვეს და დაახლოებით თვენახევრის წინ მიმართეს მოთხოვნით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, თუმცა დღემდე კანონის მოთხოვნა არ შესრულებულა. თეა თუთბერიძემ იუსტიციის სამინისტროს შესასვლელთან ტროტუარზე წააწერა - "წულუკიანო აღმართე დროშა".