loader

"სააკაშვილის პირადი მძევლები გავათავისუფლეთ" - გლდანის ციხიდან პატიმრები ბესელიამ გამოაცილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილის პირადი მძევლები გავათავისუფლეთ" - გლდანის ციხიდან პატიმრები ბესელიამ გამოაცილა

გლდანის მე-8 საპყრობილე პოლიტპატიმრებმა უკვე დატოვეს. პოლიტპატიმრებისთვის საპყრობილის კარი დაახლოებით 10.00 საათისთვის გაიღო. მათ ციხესთან დახვდნენ ახლობლები, ხოლო საპყრობილიდან ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და ამნისტიის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძესთან ერთად გამოაცილა.

ყველაზე მეტმა პოლიტპატიმარმა სწორედ გლდანის #8-ე საპყრობილე დატოვა. ამ დაწესებულებიდან დაახლოებით 70 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. ციხესთან იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის თეო ტლაშაძე, თემურ შაშიაშვილი, გია მაისაშვილი, ასევე, ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე.