loader

ლევან გოგიჩაიშვილმა, მელორ ვაჩნაძემ, ვახტანგ მაისაიამ რუსთავის მე-17 დაწესებულება დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან გოგიჩაიშვილმა, მელორ ვაჩნაძემ, ვახტანგ მაისაიამ რუსთავის მე-17 დაწესებულება დატოვეს

რუსთავის მე-17 დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 15-მა პირმა დატოვა. მათ გარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

როგორც ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, მელორ ვაჩნაძემ აღნიშნა, ამნისტია ჰუმანური აქტია და იმის კომპენსაციაა, რაც წლების განმავლობაში პენიტენციარულ სისტემაში სუფევდა. კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მადლობა გადაუხადა "ქართულ ოცნებას", ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ მათი გათავისუფლება ხალხის დამსახურებაა.

პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია კი მოითხოვს, რომ მის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას.