loader

"ვისოლის" ოპერატორის დაყაჩაღებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისოლის" ოპერატორის დაყაჩაღებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ყაჩაღობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ზურაბ დ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა, დღეს, თბილისში, კაიროსა და ჯავახეთის ქუჩების კვეთაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, 133 ლარი გასტაცა.

ზურაბ დ-ს პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.