loader

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების ახალი პროგრამა გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების ახალი პროგრამა გაიხსნა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადამზადებას ახალი პროგრამით გაივლიან. გადამზადების ახალი პროგრამის გახსნას პოლიციის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აკადემიაში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები და განსაკუთრებული ყურადღება პოლიციელის საზოგადოებასთან ურთიერთობას მიექცევა. მისივე თქმით, შემუშავდა მსმენელთა მიღების ახალი წესი და კანდიდატებს ტესტირება და გასაუბრება ახალი მეთოდებით ჩაუტარდებათ.

ამასთან, პოლიციის აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილის თქმით, გადამზადების პროგრამა ათკვირიანი იქნება, რომელიც საზოგადოების მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული და მეტი დრო დაეთმობა ადამიანის უფლებებს. მისივე ინფორმაციით, კურსის შემუშავების პროცესში აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკელ კოლეგებთან.

გადამზადების ახალი პროგრამის დაწყებას მნიშვნელოვნად აფასებენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. პატრულ-ინსპექტორების თქმით, აღნიშნული პროგრამა საჭიროა მეტი უნარების შესაძენად, მოქალაქეებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული ზრდისა და წინსვლისთვის.