loader

მილების დაზიანების გამო პარლამენტის ბიუროს სხდომა სხვა დარბაზში გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილების დაზიანების გამო პარლამენტის ბიუროს სხდომა სხვა დარბაზში გაიმართა

პარლამენტის ბიუროს სხდომა, ბიუროსთვის განკუთვნილი დარბაზის ნაცვლად, დღეს საკომიტეტო მოსმენების ერთ-ერთ დარბაზში იმართებოდა. როგორც "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის მიზეზი ბიუროს ოთახში დამონტაჟებული სახანძრო მილების დაზიანება და დაზიანებისგან გამოწვეული შედეგებია.

როგორც "პალიტრა ტვ"-ისთვის გახდა ცნობილი, სახანძრო მილების გადაბმის ადგილებში წყალმა გაჟონა. დაზიანდა მაგიდა და რამდენიმე მიკროფონი.

მისივე თქმით, დაზიანებული ნივთების გამოცვლა უახლოეს პერიოდში მოხდება და ბიუროს სხდომებიც მისთვის განკუთვნილ დარბაზში გაიმართება.