loader

მეკვლე დავით უსუფაშვილი და კალანდობა გურიაში პარლამენტის წევრებთან ერთად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეკვლე დავით უსუფაშვილი და კალანდობა გურიაში პარლამენტის წევრებთან ერთად

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ვახტანგ ხმალაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი ძველით ახალი წლის დღესასწაულს გურიაში შეხვდნენ. კალანდობის იმპროვიზებულ რიტუალში, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში შალვა დადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა და ანსამბლმა "შვიდკაცამ" მიიღეს მონაწილეობა.

პარლამენტის წევრებმა ადგილობრივებს კალანდობის დღესასწაული მიულოცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვევრს მოხადა თავი და რიტუალში მთავარი მეკვლის მოვალეობაც შეასრულა.