loader

ბაშკირეთში მამაკაცმა საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაშკირეთში მამაკაცმა საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ თავი მოიკლა

ბაშკირეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივმა მამაკაცმა საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცმა სანადირო თოფით საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებიდან დაცხრილა ბაღის კედელი. დაშავებულებს შორის მხოლოდ მასწავლებელია, რომელმაც ხელი ჩამსხვრეულ შუშაზე გაიჭრა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა, ბოროტმოქმედმა ჩაბარებაზე უარი განაცხადა. სამართალდამცავებმა სახლის შტურმის გადაწყვეტილება მიიღეს. თავდაპირველი ცნობით, მამაკაცი შტურმის დროს გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა.