loader

მუხროვანის ამბოხების საქმეზე გასამართლებულებს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუხროვანის ამბოხების საქმეზე გასამართლებულებს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ

მუხროვანის ამბოხების საქმეზე გასამართლებულები, პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართავენ, რაც სასამართლო რეფორმა ჩატარდება.

როგორც პრესკონფერენციაზე ოთანაძემ და ამირიძემ განაცხადეს, ამჟამინდელი სასამართლოს პირობებში არ აქვთ იმედი, რომ საქმის ობიექტური განხილვა მოხდება. მათივე თქმით, უკვე მიმართეს პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით.

"ჩვენ მოვითხოვთ, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დადგინდეს სიმართლე, თუ რა მოხდა რეალურად მუხროვანში. ასევე, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს პროვოკაცია დაგეგმა. არანაირ ამბოხს ადგილი არ ჰქონია, იქ არ მომხდარა არც ჯარისკაცების და არც სამხედრო ტექნიკის მობილიზება. პრეზიდენტს სურდა, რომ პროვოკაცია მოეწყო იმ მოვლენების გადასაფარად, რაც ხდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში. ის ცდილობდა ხალხის და ჯარის დაშინებას", - განაცხადა ოთანაძემ.

"თანამდებობას ვტოვებდი იმის გამო, რომ არ მსურდა, მონაწილეობა მიმეღო სამხედრო აღლუმში მაშინ, როდესაც აგვისტოს ომიდან ერთი წელი იყო გასული. ასევე, რეალურად შს სამინისტრო მართავდა თავდაცვის სამინისტროს, რათა დადგენილიყო, როგორი განწყობა იყო ჯარისკაცებში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ეს ჩემში იწვევდა უკმაყოფილებას და აღნიშნულთან დაკავშირებით ვაპირებდი განცხადების გაკეთებას. პრეზიდენტმა კი ეს სათავისოდ გამოიყენა და ამას ამბოხი უწოდა", - განაცხადა ოთანაძემ.