loader

საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო - ვანო მერაბიშვილი

საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საბიუჯეტო კრიზისი საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით არის გამოწვეული. მერაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კლებაში; ასევე, შემცირდა საქართველოში წარმოება და ვაჭრობა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით, დღევანდელმა მთავრობამ ძველი, 2003 წლამდე, შევარდნაძის ეპოქაში არსებული ძველი პრაქტიკა - გადასახადების წინასწარ გადახდა აღადგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენმდივანმა საბიუჯეტო კრიზისის გამომწვევი მიზეზებიც დაასახელა. პირველი, მისი თქმით, ბიზნესების შევიწროებაა; მეორე მიზეზად კი მან ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა.