loader

ცირკთან მომხდარი მკვლელობა გახსნილია - რა წერილი დატოვა მკვლელმა შემთხვევის ადგილზე? (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცირკთან მომხდარი მკვლელობა გახსნილია - რა წერილი დატოვა მკვლელმა შემთხვევის ადგილზე? (+18)

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 2013 წლის 14 იანვარს თბილისში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული იური ხ. დააკავეს.

2013 წლის 1 იანვარს თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან "სლავიანკასთან" მდებარე სკვერში დაკავებულს 1960 წელს დაბადებულ სანდრიკ მიჭელაშვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ამ უკანასკნელს თავში სამშენებლო ბლოკი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება აწარმოებს.