loader

შვედეთში 20 წლის გოგონამ მატარებელი გაიტაცა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვედეთში 20 წლის გოგონამ მატარებელი გაიტაცა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

შვედეთში, სტოკჰოლმის გარეუბანში, 20 წლის გოგონამ მატარებელი გაიტაცა, თითქმის ერთ კილომეტრზე გაატარა, თუმცა შემდეგ მისი "მოგზაურობა" სამსართულიან საცხოვრებელ სახლთან შეჯახებით დასრულდა. უიღბლო ბოროტმოქმედმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულია სახლში მცხოვრები სამი ადამიანი. მატარებელში გატაცების მომენტში სხვა არავინ მჯდარა.

უცნობია, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც დამლაგებლად მუშაობს, როგორ მოახერხა, მატარებლის გასაღები ჩაეგდო ხელში, ან რისთვის გაიტაცა სატრანსპორტო საშუალება.