loader

მოსკოვში "დედ ჰასანი" მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში "დედ ჰასანი" მოკლეს

მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანის" სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მოკლეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა პოვარსკის ქუჩაზე განხორციელდა.

"ინტერფაქსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლა სნაიპერის იარაღიდან ოპტიკური დამიზნებით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე განხორციელდა. დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმისას შემთხვევითი გამვლელი ქალიც დაიჭრა.

1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იგი პირველად 19 წლის ასაკში, მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს. მესამე მსჯავრის მოხდისას კი, 1966-1968 წლებში, უსოიანმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი მიიღო.