loader

ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში დღეს დაიწყო. საქართველოს დელეგაციას ზვარტნოცის აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რეინტეგრაციის მინისტრი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი სადილი.

დღის მეორე ნახევარში საქართველოს დელეგაცია ეწვევა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სრულიად სომხების კათოლიკოსთან, გარეგინ მეორესთან.