loader

ოლეგ იაძემ მოშიმშილე ქალები დაარბევინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოლეგ იაძემ მოშიმშილე ქალები დაარბევინა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა "ქართული ოცნების" მოშიმშილე აქტივისტებს დაატოვებინეს. როგორც ქალბატონები აცხადებენ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 5 აქტივისტი გამგებელ ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა. მოშიმშილე თინა გახელაძე აცხადებს, რომ ინციდენტი დილის საათებში მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე შევიდა.

"მან თვალით ანიშნა ბიჭებს, რომ გავეყვანეთ. პირადად მე ლევან თაბორიძე შემეხო. კი არ გამომიყვანა, გამიტანეს. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 7-მდე ადამიანი იყო. დაცვის პოლიციას ჩვენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია.

ინციდენტს კასპის გამგებელი ოლეგ იაძე არ გამოხმაურებია.

იხილეთ სრულად qartli.ge: "გვცემეს, დაგვარბიეს" – ინციდენტი კასპის გამგეობაში