loader

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი "ცოცხლად დამარხეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი "ცოცხლად დამარხეს"

ზუგდიდის მთავარ მოედანზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სამეგრელოს ახლად დანიშნული გუბერნატორისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. აქციაზე მოქალაქეებმა ტრანსფარანტები მიიტანეს: "გუნავა სამეგრელოს სირცხვილი", "სამეგრელოს უარი მიხეილ სააკაშვილს".

ამასთან, მონაწილეებმა აქციაზე კუბო მიიტანეს, რითაც, მათი თქმით, სააკაშვილის ცოცხლად დამარხვას განასახიერებენ.

"დაიცავი საქართველოს" წევრის, კახა მიქაიას განცხადებით, ის, რომ სამეგრელოში არჩევნები "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო, არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სამეგრელო, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში დასრულდა.