loader

"უღირსი ხარ თავიდან ბოლომდე" - ინციდენტი ზაზა პაპუაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უღირსი ხარ თავიდან ბოლომდე" - ინციდენტი ზაზა პაპუაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან შემოსული საკანონმდებლო წინადადებები განიხილეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაიქვემდებაროს და ჯიბის ტელევიზიად აქციოს.

კრიტიკული პოზიცია, ინიციატივასთან დაკავშირებით, დააფიქსირეს დეპუტატებმა სერგო რატიანმა და გიორგი კანდელაკმა, რასაც უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა. მათ აღნიშნეს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი", ისევე, როგორც სხვა კერძო კომპანიები, "ნაციონალების" დროს სახელისუფლებო დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ.

გიორგი კანდელაკის პოზიცია განსაკუთრებულად მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ ზაზა პაპუაშვილისთვის, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს მოსთხოვა, რომ მისთვის სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, რადგანაც დემაგოგიური განცხადებების მოსმენა არ შეუძლია.