loader

აზერბაიჯანელი მუსულმანები შეიხ ვაგიფ აკბეროვის გადაყენებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელი მუსულმანები შეიხ ვაგიფ აკბეროვის გადაყენებას ითხოვენ

აზერბაიჯანელი მუსულმანები შეიხ ვაგიფ აკბეროვის გადაყენებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მორწმუნეებმა შეიხად ერთსულოვნად აირჩიეს მარგუსეინ ასადოვი, ხოლო ვაგიფ აკბეროვი შეიხად მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკებმა დანიშნეს, რაც მორწმუნეების თქმით, არასწორია, რადგან შეიხი კი არ უნდა დაინიშნოს, არამედ ხალხმა უნდა აირჩიოს.

მორწმუნეების მიერ არჩეული მარგუსეინ ასადოვის განცხადებით, არჩევნების წინა პერიოდში ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და უთხრა, რომ შეურაცხყოფილი იყო, რადგან წინა ხელისუფლებამ აირჩია მათი სულიერი ლიდერი.

"როდესაც ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა შეხვედრა, მე მას მოვახსენე, რომ ჩვენ შეურაცხყოფილნი ვართ წინა ხელისუფლების მიერ, რადგან მათ აირჩიეს ჩვენი რელიგიური ლიდერი. ეს არ შეესაბამება არც ეთიკურ, არც ისლამის ნორმებს. ივანიშვილმა პირობა მოგვცა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ისლამურ რელიგიურ საქმიანობას მთლიანად გადასცემდა მუსლიმთა თემს", - განაცხადა შეიხმა.