loader

შოთა ხიზანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოთა ხიზანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს თანხა 35 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ხიზანიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ადვოკატის შუამდგომლობა საქმეში ახალ გარემოებებს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც, შოთა ხიზანიშვილს წარდგენილი ბრალდებიდან ერთ-ერთზე ამნისტია შეეხო.

ხიზანიშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.