loader

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულს ახალი ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულს ახალი ბრალი წაუყენეს

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს საპატიმრო დაწესებულებაში უკანონო ნივთის შენახვისათვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის #8 საპყრობილესთან გიორგი ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები და ვიდეოფირი გადაეცა. ნოზაძის განმარტებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ადვოკატის განმარტებით, დაზარალებული ზურაბ ჭონიაშვილი არ ადასტურებს, რომ გიორგი ბარათელმა მას რაიმე ტიპის დაზიანება მიაყენა.

ამასთან, გლდანის #8 საპყრობილესთან გიორგი ბარათელის მხარდასაჭერად იმყოფებოდა გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე. როგორც მან ბარათელისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ მსჯავრდებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.