loader

ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბედუკაძე საქართველოში დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის სტამბულის რეისით დაბრუნდა. ვინაიდან მისი დაპატიმრების უწყება გაცემული იყო და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც შეფარდებული აქვს, იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. აეროპორტში მყოფმა მისმა ადვოკატებმა პირველი კომენტარი დაახლოებით 04.00 საათისთვის გააკეთეს.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, ბედუკაძის დაკავებისა და დოკუმენტების გაფორების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბედუკაძე ამ დროისთვის გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაყვანილი, მისი კუთვნილი ნივთები კი ოჯახის წევრებს გადაეცათ.

ამასთან, ადვოკატი გამოძიებისა და სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. თუმცა, უცნობია, კონკრეტულად როდის შედგება პირველი სასამართლო პროცესი.

ბედუკაძეს აეროპორტში ახლობლები და მეგობრები ელოდებოდნენ, თუმცა დაკავების გამო მისი ნახვის საშუალება არ მიეცათ.

ბედუკაძეს პატიმრებისადმი არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი. მას აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.