loader

თბილისის მერია თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს - კახი კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს - კახი კალაძე

ქვითრები არ არის სარეკლამო ბარათი. თუ მერიას რეკლამა და რეკლამის განთავსება უნდა, ამისთვის ქალაქში ბილბორდები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ "პალიტრა ტვ"-ს მერიის კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით განუცხადა, მერიას აქვს საშუალება, მას დაეწეროს უბრალოდ ვაუჩერი და მითითებულ იქნეს თანხა, როგორც ეს კახეთის მოსახლეობასთან მიმართებაში მოხდა, როდესაც მთავრობამ სუბსიდირება გააკეთა.

კახი კალაძის განმარტებით, იქ არ არის მითითებული, რომ ეს მოხდა სახელმწიფოს, ახალი მთავრობის ან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მხოლოდ მითითებულია, რომ ეს არის სუბსიდირება. 

ამასთან, მან დედაქალაქის მერია თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.