loader

"ყაზტრანსგაზი" ქვითარში არსებულ უზუსტობაზე განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყაზტრანსგაზი" ქვითარში არსებულ უზუსტობაზე განმარტებას აკეთებს

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბუნებრივი აირის იანვრის ქვითართან დაკავშირებით აბონენტების უკმაყოფილებას ეხმაურება და "ძველი დავალიანების" გრაფაში დაფიქსირებული გადასახადის მიზეზს ხსნის.

"სტატისტიკური მონაცემების მიღების, კერძოდ, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტების მიერ 2012 წლის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის დადგენის მიზნით, 2012 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში განხორციელდა მრიცხველებზე დაფიქსირებული ანათვლის შუალედური წაკითხვა, მაგრამ ეს ქვითარი აბონენტებისთვის არ დარიგებულა, რათა დაცული ყოფილიყო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით წარდგენილი მოთხოვნა აბონენტებისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ქვითრის ერთხელ წარდგენის შესახებ.

მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჩატარდა ანათვლის გეგმიური წაკითხვა და დაირიცხა 2012 წლის დეკემბრისა და 2013 წლის იანვრის თვეებში აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ქვითრების ნაწილში დაშვებული იქნა შემდეგი უზუსტობა - ბოლო დღეებში დაფიქსირებული ანათვლის ხარჯი ჩაიწერა, როგორც "ძველი დავალიანება", რამაც გამოიწვია მომხმარებლების მხრიდან გარკვეული სახის გაურკვევლობა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მარკეტინგის დარგში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ხუციშვილმა.

"ყაზტანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დაშვებული გაურკვევლობის გამო და ამავდროულად ადასტურებს, რომ ქვითარზე დაფიქსირებული თანხა აბონენტებმა უნდა გადაიხადონ.